გურამ გიორბელიძე წლის დებიუტანტია #1TVSPORT
გურამ გიორბელიძე წლის დებიუტანტია #1TVSPORT

გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვას კიდევ ერთი ნომინაცია დაემატა – წლის დებიუტანტი, რომლის პირველი გამარჯვებულიც 2020/21 წლების სეზონებში გურამ გიორბელიძე გახდა.

გიორბელიძე გორის „დილადან“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადავიდა, წელს მარტში კი ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია და დებიუტანტის კვალობაზე, 24 წლის მარცხენა მცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

გაზეთ „სარბიელის“ ჯილდო ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა და წარმატება მიულოცა.

„ეს ჯილდო ჩემთვის დიდი სტიმულია და მოტივაციას მაძლევს. მადლობა“, – ასეთი მოკლე და ლაკონური კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა.