გურამ ფალავანდიშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს
გურამ ფალავანდიშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთნ და საგარეჯოს მცხოვრებლებთან ერთად დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით გურამ ფალავანდიშვილმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართვა აუცილებელია, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ როგორ მუშაობს საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია.

მისივე განცხადებით, ხვალ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მათ შეხვედრა აქვთ ჩანიშნული,  სადაც ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობისა და გეგმების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.