გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ
გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საერთაშორისო კინოფესტივალი ფარგლებში სექსუალურ უმცირესობის საკითხზე გადაღებული ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ.

„ჩვენ უკვე ერთი კვირაა ვაპროტესტებთ საერთაშორისო კინოფესტივალს. დღეს ლგბტ თემაზე კიდევ ერთი ფილმი უნდა აჩვენონ, ამიტომ პლაკატებზე გავაკეთეთ წარწერა „დაასიგნალე“. ყველა ფილმს სად ვდიოთ, მაგრამ დღეს რომელი ფილმიც გადის, კანის სარეთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული, ანუ ლგბტ ფილმების ლიდერს, ყველაზე მეტი გავლენა შეუძლია მოახდინოს. ჩვენ ვიდგებით კინო „ამირანთან“  და ხალხს მოვუწოდებთ, რომ დაასიგნალონ. ჩვენ ფილმის აფიშა მოვიძიეთ, სადაც შიშველი ქალი წევს და ჯვარი ადევს. სამინისტრო არის ამისი წარმდგენი, ქალაქის მერია და ამას აფინანსებენ. ჩვენ დავდგებით პლაკატებით და გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებას. ეს არის მიუღებელი და საშინელება“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.