გურამ ჩალაგაშვილი - მხარს ვუჭერთ სიმართლეს და ჩვენი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც ნიკა მელიას მიმართ სჩადიან
გურამ ჩალაგაშვილი - მხარს ვუჭერთ სიმართლეს და ჩვენი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც ნიკა მელიას მიმართ სჩადიან

მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, მხარს ვუჭერთ სიმართლეს და ჩვენი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც სჩადიან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნიკა მელია ჩვენთან იქნება და გააგრძელებს ბრძოლას, მას ვერ დაიჭერენ, რადგან მათ ამის შნო არ აქვთ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციიის ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანობაა.

„თუ ჩვენ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ ამ უსამართლობის ჩადენის უფლებას და დავაჭერინებთ ნიკა მელიას, ხვალ ისინი მოვლენ და დაიჭერენ ოქრუაშვილის, უგულავას, გვარამიას, მერე მოვლენ ჩემთან, ლევან ხაბეიშვილთან და ა.შ. საბოლოო ჯამში, დარჩება „ქართული ოცნება“, ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ჯავშანჟილეტების ჩაცმას, არ მგონია, ამ შენობაში იყოს მსოფლიო დონის პირველი ტერორისტი დამალული, არ მგონია ტანკებით აპირებდნენ შემოსვლას, სამართალი არის ჩვენს მხარეს, ნიკა მელიას მხარეს. ასე რომ, დავიცავთ მას ბოლომდე, ვიქნებით მის გვერდით. ხვალ ვინ იქნება მის ადგილას არავინ იცის. თუ ვიქნებით ერთად მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ „ოცნების“ გაშვებას. თუ ვიქნებით დაქსაქსულები და ბუხართან წამოვსკუპდებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ბოგინს, ბიუჯეტის ხვრას და ა.შ. ეს არ გაუვათ, მათი დღეები დათვლილია“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.