პოპულარულმა პორტალმა WhoScored-მა გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის და შეადგინა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 34 ათასმა ადამიანმა.
აღვნიშნავთ, რომ სიმბოლურში ვერ მოხვდა “იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო.
მეკარე – დამიან მარტინესი (ასტონ ვილა, ხმების 53%);
მცველები – აშრაფ ჰაკიმი (ინტერი, 55%), კურტ ზუმა (ჩელსი, 44%), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, 50%), ტეო ერნანდესი (მილანი, 54%);
ნახევარმცველი – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, 71%), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი, 66%), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, 54%), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა, 54%);
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა, 64%), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, 53%).