გულშემატკივარი, რომელმაც მოედანზე ბანანის ქერქი გადააგდო, დაპატიმრებულია
გულშემატკივარი, რომელმაც მოედანზე ბანანის ქერქი გადააგდო, დაპატიმრებულია

2 დეკემბერს, „არსენალსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართული ლონდონური დერბის შემდეგ, პოლიციამ სტუმართა ერთ-ერთი გულშემატკივარი დააკავა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თამაშის მიმდინარეობისას, პიროვნებამ, რომლის ვინაობა არ სახელდება, მოედანზე ბანანის ქერქი გადააგდო, რაც რასისტულ გამოხდომად იქნა შეფასებული. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც არსენალელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ტოტენჰემის“ კარი აიღო.

„ტოტენჰემის“ წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა გულშემატკივრის დაკავება და განაცხადა, რომ ხსენებულ პიროვნებას სტადიონზე შესვლა აეკრძალება.

ზოგადად, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სხვადასხვა დანაშაულისთვის კიდევ ხუთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული.

„არსენალის“ საშინაო არენაზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.