გულიკო ჩაფიძე - კარგი რამ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის
გულიკო ჩაფიძე - კარგი რამ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის

კარგი რამ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის, – ამის შესახებ კარდიოლოგმა გულიკო ჩაფიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებია ამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ, მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის, იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის“, – განაცხადა გულიკო ჩაფიძემ.

სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.