ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება

17:47, 14.12.2023

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ღონისძიება გუდაურში შედგება. აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ასევე საზეიმოდ გაიხსნება ორი ახალი საბაგირო და სამი სასრიალო ტრასა.

სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ღონისძიებაზე ხალხს დახვდება გასართობი აქტივობები, ფოტოზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე.

მსგავსი