გუდაურში „დიმას თასის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გუდაურში „დიმას თასის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შაბათს, 23 მარტს, გუდაურში სამთო-სათხილამურო ტურნირი „დიმას თასი“ გაიმართა, რომელის საქართველოში საქართველოში სამთო-სათხილამური
სპორტის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებლისა და გუდაურის სამთო სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების
იდეის ერთ-ერთი ავტორის, დიმიტრი თოფურიძის სახელობისაა.

სათხილამურო ტურნირი „დიმას თასი“ ეწყობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში: ახალგაზრდები – 22 წლის ზემოთ და ვეტერანები – 45 (ქალები) და 50 (კაცები) წლის ზემოთ. ღონისძიებას უძღვებოდა მომღერალი დათო გომართელი.

ტურნირის გამარჯვებული და დიმას გარდამავალი თასის მფლობელი იკო ჩხეიძე გახდა.

ასაკობრივ კატეგორიებში კი ადგილები ასე გადანაწილდა:

ახალგაზრდები (22 წლის ზემოთ)
ბიჭები: 1. იკო ჩხეიძე, 2. ზუკა ბაქრაძე, 3. სანდრო ანთაძე
გოგონები: 1. რუსა ნაზღაიძე, 2. ელენე ცუცქირიძე, 3. მარიამ ჩაჩუა

ვეტერანები (კაცები – 50 წლის ზემოთ, ქალები – 45 წლის ზემოთ)

კაცები: 1. შალვა ცირეკიძე, 2. დათო ნათაძე, 3. კოტე იაშვილი
ქალები: 1. ეკა ედიშერაშვილი, 2. ლალი ბახუტაშვილი, 3. ნინო ბაბუხადია