გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ამ დროის მონაცემებით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა

სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის გარდა, იმყოფებოდნენ მაშველები და მედიკოსები.

მათივე ცნობით, ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.