150 მონაწილე და ოთხი გამარჯვებული – „რედ ბულ ჰოუმრანი“ (Red Bull Homerun) რვა წლის შემდეგ პირველად ჩატარდა.
გუდაურში, 23 თებერვალს, 14:00 საათზე სტარტთან 150 მონაწილე დადგა.მათ თხილამურამდე და სნოუბორდამდე 50 მეტრამდე მანძილი სირბილით დაფარეს და „გუდაურას“ მეორე სასრიალო ბილიკზე დაეშვნენ.
ფინიშის ხაზი, რომელიც „გონდოლასთან“ მდებარეობდა, ყველა მონაწილემ უსაფრთხოდ გადაკვეთა. დაჯილდოვდნენ ყველაზე სწრაფი მოთხილამურეები და სნოუბორდისტები.
„რედ ბულ ჰოუმრანის“ 2019 წლის გამარჯვებულები არიან: საუკეთესო მოთხილამურე გოგონა და ბიჭი- ლორენ ბარი და ალექს ბენიანიძე, საუკეთესო სნოუბორდისტი გოგონა და ბიჭი- იულია ცეზარ და გიორგი კაიშაური.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 1000-1000 ლარით და პარტნიორების მიერ გამოყოფილი საჩუქრებით.