29 თებერვალს და პირველ მარტს, გუდაურში, სნოუბორდში ევროპის თასის ჩემპიონატი იმართება.
პირველ დღეს შეჯიბრები პარალელურ სლალომში გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ქალთა შორის გამარჯვებულები:
პირველი ადგილი – ლარისა გასერი, (1:25:40,) (შვეიცარია);
მეორე ადგილი – კიკი ბედიერ დე პრეირი (1:26.95) (ჰოლანდია);
მესამე ადგილი – ანასტასია მალახოვა (1.28.17)(რუსეთი);
მეოთხე ადგილი – რიკარდა ჰაუსერი (1:28.96)(შვეიცარია).
კაცთა შორის გამარჯვებულები:
პირველი ადგილი – მაქსიმ როგორზინი (1:20.17) (რუსეთი);
მეორე ადგილი – ვლადიმირ პნევი (1.20.29) (რუსეთი);
მესამე ადგილი – იაროსლავ სტეპანკო (1:20.77) (რუსეთი);
მეოთხე ადგილი – სებასტიან შულერი (1:20:81) (შვეიცარია).