გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე დაბალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.