გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.

მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.