გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

13:19, 26.12.2019

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

​საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გუშინ, ინტენსიური თოვის გამო შეწყდა.

მსგავსი