გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აცხადებენ უწყებაში.