გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის კმ93-კმ99-ზე და კმ105-კმ107-ზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთის კმ100-კმ104-ზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.