გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

12:42, 03.03.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა. ამის გამო,აღნიშნულ მონაკვეთზე დღის 12:30 სთ-დან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

მსგავსი