გუბაზ სანიკიძე - სად არის ეს ცოცხოსანი დაჩაგრული ქართველობა, რატომ ერთი კაცი არ გალახეთ არავინ, რადგან დადგა და აყოლილები ვიყავით ამაზე
გუბაზ სანიკიძე - სად არის ეს ცოცხოსანი დაჩაგრული ქართველობა, რატომ ერთი კაცი არ გალახეთ არავინ, რადგან დადგა და აყოლილები ვიყავით ამაზე

სად არის ეს ცოცხოსანი დაჩაგრული ქართველობა, რატომ ერთი კაცი არ გალახეთ არავინ? იმიტომ, რომ დადგა და აყოლილები ვიყავით ამაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ძალიან ცუდი დასანახია თანამემამულეები, რომლებიც ცხრა წლის შემდეგაც ცოცხებით დარბიან.

„ის ხალხი ცოცხებით რომ დარბოდა, ჭაღარა ხალხი, ხალხო არა გრცხვენიათ? რა უნდა დაგავალონ ამნაირი? ჯერ ერთი დავრწმუნდით ხომ, რომ ეს იყო „ფეესბეს“ დაგეგმილი ოპერაცია. სად არის ეს ცოცხოსანი დაჩაგრული ქართველობა. რატომ ერთი კაცი არ გალახეთ არავინ? იმიტომ, რომ დადგა და აყოლილები ვიყავით ამაზე. ცხრა წელი გავიდა და კიდევ ცოცხებით დარბიხართ. ძალიან ცუდი დასანახი ხართ. ჩემი თანამემამულეები ხართ, ჩემი სისხლი და ხორცი ხართ, ერთნი ვართ ხალხო და ჩვენ შორის დატაკებაში და ომში გამარჯვებული არც ერთი არ ვიქნებით. სამოქალაქო დაპირისპირება რომ გვქონდა, ვინ მოიგო მითხარით, გამარჯვებულები სად არიან? ისტორიის სანაგვეზე, ზოგი აღარ არის ცოცხალი და ვინც ცოცხალია არ ვიცი, ამნაირ სიცოცხლეს რა ჰქვია. პოლიტიკურ ვირთხებად გადაიქცნენ. ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ დაფიქრდით, გარედან შეხედეთ თქვენს თავს ჭაღარა მამაკაცები დარბიხართ ცოცხებით, დაფიქრდით ხალხო, აქანდზი მაინც მიმამატეთ კაცო, რომ რაღაცა ექშენი იყოს თქვენ ქმედებებში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.