გუბაზ სანიკიძე - პარლამენტში შესვლა არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რაც ხელისუფლების დასასვენებლად გაშვებას გულისხმობს
გუბაზ სანიკიძე - პარლამენტში შესვლა არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რაც ხელისუფლების დასასვენებლად გაშვებას გულისხმობს

გადაწყვეტილება მიღებულია, ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ვითამაშებდი გუნდურ თამაშს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, იმ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთობა სადეპუტაციო კორპუსის. ეს ერთობა შენარჩუნებულია, განმტკიცებულია. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. შესვლა, არ შესვლა ტაქტიკის საკითხი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო თვითონ კოალიციაში, ეს შენარჩუნებულია.

მერე მეორე, შესვლას თავისი გაგრძელება აქვს, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. გარეთ რო დავრჩენილიყავით იმასაც თავის გაგრძელება უნდა ჰქონოდა.

გადაწყვეტილება მიღებულია. ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება. სტრატეგია გულისხმობს ხელისუფლების გაშვებას დასასვენებლად, ზოგიერთისას ვირის აბანოში, ალბათ.

ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.