გუბაზ სანიკიძე- მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული, თავად გამოანგრევს იმ ციხის კარს
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური მდგენელი შეცვალა, მის ჩამოსვლამდე არჩევანს თამაშობდა ხელისუფლება, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, პირველი ნიუსები მსოფლიოში უკვე არის სააკაშვილი, დასავლეთს საქართველოსთან დაკავშირებით ეძინა.
„მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური მდგენელი შეცვალა. აქამდე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე არჩევანს თამაშობდა ხელისუფლება, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ოპოზიცია პოსტფაქტუმ მოქმედებდა. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა. პოლიტიკური ვითარებას ქმნის. კობახიძემ თქვა, არჩევნები რომ ჩაივლის მიხეილ სააკაშვილი არავინ გაახსენდებაო, დილით საქართველოს მოსახლეობა ტელევიზორს რომ რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ მიშას მდგომარეობის შესახებ. ეს გაგრძელდება. სააკაშვილი საქართველოშია და არსად წასვლას არ აპირებს. ერთი რამე ვიცოდეთ, მიშას დიდი არსენალი აქვს. ვერაფრით ვერავის ვარწმუნებდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა. ახლაც რომ გარწმუნოთ რაღაცებში, ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ეს მაინც მოხდება ისე, მიშა მაინც გააკეთებს. პირველი ნიუსები მსოფლიოში უკვე არის სააკაშვილი. დასავლეთს ეძინა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიშამ დაიწყო. დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, დასავლეთს თავის დროზე არ უნდოდა რომ ნავალნი მოსკოვში ჩასულიყო, უკრაინას ყირიმისთვის ებრძოლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. ძალიან აფუთფუთებულია ყველა. სტრასბურგს ძალიანაც არ უნდოდა რეაგირება. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იცის რა პროცესებია და პროცესების წარმართვა დაიწყო.
მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. სააკაშვილი აქ ვინმეს რჩევით ჩამოვიდა? ვისაც ეკითხებოდა, მათი დიდი ნაწილი, გადამწყვეტი უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ არ ღირს ჩამოსვლაო, მაგრამ ჩამოვიდა. მოსაზრებები აინტერესებდა ხალხის.
ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს, თავად გამოვა, თავად გამოანგრევს იმ ციხის კარს. ძალიან რთულია იმ ადამიანს ებრძოლო, რომელიც თავგანწირვაზე მიდის. თავგანწირულ ადამიანს ვერავინ ერევა. ხელისუფლება უკვე თავდაცვაზეა გადასული, თავდასხმაზე უკვე გადასულია მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის გენერალური გეგმა და გზა არის ამ ხელისუფლების დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნები იქნება. მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, არც ერთი მეორე ტური არ იქნებოდა ქვეყანაში. მიგვაძინებდა იავნანაში ბიძინა ივანიშვილი დ დასავლეთიც დაეთანხმებოდა. ეს იყო ბოლო არჩევნები, რომელიც „ოცნებამ“ მოიგო, გაიფორმა მოგება. ამ ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.