გუბაზ სანიკიძე - ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა 
გუბაზ სანიკიძე - ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა 

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის, – ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2“-ის საქმე.

„ჩვენც ვნახეთ ის კადრები, იქ არაფერი არ ჩანს, არც შეჭრა, არც ძალადობა, არც სახელმწიფოს გადატრიალება და არც კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა. ეს არის სრული სიცრუე. როგორც ჩანს, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პოლიტიკური ბანდა სხვა რეალობაში. ფაქტი ერთი გვაქვს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი, რა თქმა უნდა, არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაკავშირებთ ამ საკითხს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი