Guardian - მაშველებმა ტაილანდის გამოქვაბულიდან სავარაუდოდ, მეხუთე გადარჩენილი გამოიყვანეს
Guardian - მაშველებმა ტაილანდის გამოქვაბულიდან სავარაუდოდ, მეხუთე გადარჩენილი გამოიყვანეს

Guardian-ის ცნობით, მაშველებმა გამოქვაბულიდან მეხუთე გადარჩენილი გამოიყვანეს.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები აცხადებენ, მათ შენიშნეს, თუ როგორ გაჰყავდათ მაშველებს გამოქვაბულიდან საკაცით უცნობი პირი.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადარჩენილი ბავშვია, თუ მწვრთნელი.

СNN-ის ცნობით, ჟურნალისტებმა საკაცეზე მოზარდი დაინახეს.

შეგახსენებთ,  ტაილანდის მღვიმედან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დღეს განახლდა და რამდენიმე საათია მიმდინარეობს.