Guardian-ი - ლონდონს სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატების გაძევება შეუძლია
ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთ სავარუდო ნაბიჯად ლონდონიდან რუსეთის ელჩის გაძევება განიხილება.
ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუს ოლიგარქებთან და მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული აქტივების გაყინვის საკითხზეც აქტიურად მსჯელობს.
გამოცემის ცნობით, უფრო ხისტ ზომებს მიიღებენ რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დარღვევებში ედებათ ბრალი. კიდევ ერთ შესაძლო ზომად ბრიტანელი მაღალჩინოსნები რუსეთში ზაფხულში დაგეგმილი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას განიხილავენ.
Guardian-ი წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებელობა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნები სიაშიც შეიყვანოს. ამ შემთხვევაში, რუსეთში იარაღის ექსპორტი აიკრძალება, შეწყდება ეკონომიკური დახმარება და რუსეთის მოქალაქეები ბრიტანეთის ვიზებს ვერ მიიღებენ.
Guardian-ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ლონდონი ბალტიისპირეთში NATO-ს პოზიციების გაძლიერებას მოითხოვს და მხარს დაუჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 12 მარტს ოფიციალურად დასდრო ბრალი რუსეთს დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის და მისი ქალიშვლის მოწამლვაში. ტერეზა მეიმ ამის შესახებ განცხადება თემთა პალატაში გამოსვალისას გააკეთა.
როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაური ამტკიცებს, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს.
ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლებას დღეს დიღის ბოლომდე მისცა ვადა, რათა სკრიპალის საქმეზე განმარტება გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხდარი რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ძალის უკანონო გამოყენებად ჩაითვლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას, მორიგი „ინფორმაციულ-პოლიტიკური კამპანია“ უწოდეს.