გუანტანამოს ამერიკული სამხედრო ბაზის მეთაური ჯონ რინგი თანამდებობიდან გადააყენეს
გუანტანამოს ამერიკული სამხედრო ბაზის მეთაური ჯონ რინგი თანამდებობიდან გადააყენეს

კუბაში, გუანტანამოს ამერიკული სამხედრო ბაზის მეთაური ჯონ რინგი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

რინგს დროებით მისი ყოფილი მოადგილე ჯონ ჰასი შეცვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, რინგის გადაყენების მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გახდა. თუმცა რა საქმეზეა საუბარი, ჯერ არ კონკრეტდება.

ამასთან, ჯონ რინგს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა შვიდ კვირაში ეწურებოდა.