გრიზმანს კარანტინში ფეხბურთი საოცრად ენატრება
გრიზმანს კარანტინში ფეხბურთი საოცრად ენატრება

კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს იგი კარანტინში.

„ჩემი იზოლაცია კარგად მიმდინარეობს, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მომაბეზრებელია. ფეხბურთი საოცრად მენატრება და ერთი სული მაქვს, როდის განახლდება ვარჯიშები და შეჯიბრებები. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როდის მოხდება, არავინ იცის. ევროპის ჩემპიონატის გადადების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენი ნაკებისთვის ეს შეიძლება უკეთესიც იყოს, რადგანაც ძალიან ბევრი ტრამვირებული ფეხბურთელი გვყავდა“ – განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებს, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო.