გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გამოაცხადა, რომ ასრულებს კარიერას საფრანგეთის ნაკრებში.
„მოგონებებით სავსე გულით ვასრულებ ჩემი ცხოვრების ამ თავს. მადლობა ბრწყინვალე სამფეროვანი მოგზაურობისთვის“, – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.
გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. მან ეროვნულ გუნდში 134 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ის არის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი, 2022 წელს მსოფლიოსა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონი, 2021 წელს ერთა ლიგის გამარჯვებული.