„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი ამბობს, რომ ზოგჯერ თანაგუნდელები მის მანევრებს მოედანზე საერთოდ ვერ ამჩნევენ. ფრანგმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით და მოგებისთვის ვთამაშობდით. თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. თავდაპირველად სივრცეების შექმნა და კარში დარტყმაც კი გვიჭირდა, თუმცა, რაც უფრო მეტად იღლებოდნენ მეტოქე ფეხბურთელები, მით უფრო მეტი შანსი გვეძლეოდა. მე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე: გუნდისთვის აუცილებელია, რომ თავისუფალი ზონები შევქმნა. ზოგჯერ ისინი ხედავენ ჩემს გადაადგილებებს, ზოგჯერ – ვერა. დღეს პირველ ტაიმში არაფერი გამომდიოდა, მეორეში კი ყველაფერი დალაგდა“, – ციტირებს გრიზმანს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ბარსელონაში 18 მარტს გაიმართება.