გრიზმანი „ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველად „ჩელსისთან“ იასპარეზებს
„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა გამოთქვა იმედი, რომ მას ახალი კლუბის შემადგენლობაში კარგი დებიუტი ექნება.
23 ივლისს კატალონიელები ამხანაგურად ლონდონის „ჩელსისთან“ ითამაშებენ. ფრანგი თავდამსხმელი „ბარსაში“ „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა.
მე ხვალ „ბარსას“ მაისურით პირველ წუთებს ვითამაშებ. მატჩისგან და თანაკლუბელებისგან სულმოუთქმელად ველოდები სიამოვნების მიღებას, – ციტირებს გრიზმანს „ბარსელონას“ ოფიციალური გვერდი.