გრიზმანი „ატლეტიკოს“ ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა
გრიზმანი „ატლეტიკოს“ ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ვალიადოლიდის“ (3:2) წინააღმდეგ დუბლი შესრულა.

ამ მატჩის შემდეგ, 27 წლის ფორვარდს 83 გოლი დაუგროვდა ესპანეთის ჩემპიონატში „ატლეტიკოს“ მაისურით. როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, ამით ფრანგი გახდა პრიმერა დივიზიონში „ატლეტიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. მან გაუსწრო არგენტინელ რუბენ კანოს, რომელიც კლუბში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში თამაშობდა.