გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საჯარო სკოლების ნაწილმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, შენობები სადეზინფექციო ხსნარებით სველი წესით დამუშავდება.

სკოლის დირექტორების თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებს სრულად შეასრულებენ.

„გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით გაიცა რეკომენდაციები სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ვახორციელებთ. ეს არის დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სკოლებში, რომელიც ერთხელ უკვე ჩავატარეთ. დაგეგმილი გვაქვს სასწავლო პროცესის დაწყებამდეც. სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, როგორც ოთახები და დერეფნები, ასევე სასკოლო ინვენტარი. ეს სწავლის დაწყების შემდეგაც გაგრძელდება“, – განაცხადა 64-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ მამსიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული სკოლის ექიმი.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.