გრილიში და მაგუაირი ევრო 2024-ს გამოტოვებენ - გარეტ საუტგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში არ ითამაშებენ ევრო 2024-ზე. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა ეს დუეტი არ მოახვედრა საბოლოო განაცხადში.
ასევე არ წავლენ ევროზე „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი, „ბარნლის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი და „ლივერპულის“ მცველი ჯარელ კუანსა.
ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:
მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რემსდეილი (არსენალი), დინ ჰენდერსონი (კრ. პალასი);
მცველები – კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი (ორივე – მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნ), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯო გომესი (ორივე – ლივერპული), მარკ გუეჰი (კრ. პალასი), ლუის დანკი (ბრაიტონი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა);
ნახევარმცველები – დეკლან რაისი (არსენალი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ებერეჩი ეზე, ადამ ვარტონი (ორივე – კრ. პალასი), კოულ პალმერი (ჩელსი), კობი მეინუ (მანჩესტერ იუნ);
ფორვარდები – ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), ბუკაიო საკა (არსენალი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), იავენ ტონი (ბრენტფორდი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი).