გრიგორი კარასინი - ვწუხვარ, რომ თბილისი აქტიურადაა ჩართული რუსეთის შეკავების სტრატეგიაში
გრიგორი კარასინი - ვწუხვარ, რომ თბილისი აქტიურადაა ჩართული რუსეთის შეკავების სტრატეგიაში

მოსკოვში შეწუხებული არიან, რომ თბილისი აქტიურადაა ჩართული რუსეთის „შეკავების“ ნატო-ს სტრატეგიის რეალიზაციაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადა.

გრიგორი კარასინის თქმით, აშშ-სა და ნატო-ს სხვა წევრების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციასთან დაკავშირებით, რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

„ვწუხვარ, რომ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, თბილისი აქტიურადაა ჩართული რუსეთის შეკავების სტრატეგიაში. ეს საქართველოს უსაფრთხოებას აშკარად არ აძლიერებს“, – აღნიშნა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლის მოვლენების განმეორებისგან საიმედოდ არიან დაზღვეული.