გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა სამი მყისიერი ნაბიჯი, რათა საქართველოში არ ყოფილიყო შავი ხვრელი კონტრაბანდისთვის
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა სამი მყისიერი ნაბიჯი, რათა საქართველოში არ ყოფილიყო შავი ხვრელი კონტრაბანდისთვის

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა სამი მყისიერი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში არ ყოფილიყო შავი ხვრელი კონტრაბანდისთვის და ვინმეს არ გასჩენოდა იმის ცდუნება, რომ ამაზე ხელი მოეთბო“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.