გრიგოლ ვაშაძე - რუმინელი პარლამენტარის ბიოგრაფია მოვიძიე და მას რომ ჩემზე კარგი ეთქვა, ვიფიქრებდი, რომ ცუდად მაქვს საქმე
გრიგოლ ვაშაძე - რუმინელი პარლამენტარის ბიოგრაფია მოვიძიე და მას რომ ჩემზე კარგი ეთქვა, ვიფიქრებდი, რომ ცუდად მაქვს საქმე

რუმინელი პარლამენტარის ბიოგრაფია მოვიძიე და მას რომ ჩემზე რამე კარგი ეთქვა, სარკეში ჩავიხედავდი და ვიფიქრებდი, რომ ძაან ცუდად მაქვს საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„600 ევროპარლამენტარიდან  ჩაუშესკუს ყოფილი პარტიის წევრი ამას რომ ამბობს, სულში ისევ ჩაუშესკუს პარტიის წევრია, ე.ი. ყველაფერი ნორმალურად არის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას გამართულ დებატებზე განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.