გრიგოლ ვაშაძე - ლევან ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს
გრიგოლ ვაშაძე - ლევან ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს.

მისი თქმით, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ათასი სისულელე ილაპარაკა და საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მოითხოვა.

„ეს ადამიანი პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს. თუ ეტყვიან, ქუჩაში გადი და სცადე, სიტუაციის არევა, გავა და არევას ეცდება. ეტყვიან, სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით და გაჩუმდიო, გაჩუმდება. ვერის ბაღში ათასი სისულელე ილაპარაკა, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მოითხოვა. შემდეგ ნახა, რომ რამდენიმე ასეული მარგინალის გარდა, არავინ გამოვიდა და ხალხს, რომელსაც აწუხებს შიმშილი, უმუშევრობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და განათლება, მათ ვასაძის ბოდვა არ აინტერესებთ. სახელმწიფო შეშინებული პასუხობს. ჩვენი პარტიის წევრებმა ბედოვლათ დეპუტატს პიჯაკი რომ გაუხიეს, ჩვენი პარტიის წევრები ციხეში ექვსი თვე ჩასვეს და როცა ვიღაც ბანდერლოგი შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნითა და ქალაქში ტერორის დაწყებით იმუქრება, იმას ეუბნებიან, ალბათ ასე არის საჭიროო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.