„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ტალავერში გამართულ შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს.
საპრეზიდენტო კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პენსიები 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარამდე გაიზრდება. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ეკონომიკის ნიშნულის ზრდა, გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბოლნისელებს სიტყვით მიმართა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის კამპანიის ხელმძღვანელმაც. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად საქართველოში დამკვიდრდა სიღარიბე და კორუფცია, კრიმინალის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი. შეხვედრის დასასრულს, გაერთიანების ლიდერებმა ადგილობრივებს 28 ოქტომბერს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდეს.