გრიგოლ ვაშაძე - არავის პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ, ეს ჩემთვის ბოლო არჩევნებია, ამის შემდეგ დიდი სიამოვნებით დაგემშვიდობებით
გრიგოლ ვაშაძე - არავის პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ, ეს ჩემთვის ბოლო არჩევნებია, ამის შემდეგ დიდი სიამოვნებით დაგემშვიდობებით

არავის პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ. ეს არჩევნები ჩემთვის ბოლო არჩევნებია, ამის შემდეგ დიდი სიამოვნებით დაგემშვიდობებით, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა კალაძე-გახარიას შეხვედრის საკითხს და გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას.

„არ ვიცი, ამისთვის უნდა იყო „ქართულ ოცნებაში“ ან გიორგი გახარიას პარტიაში. არავის პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ. ეს არჩევნები ჩემთვის ბოლო არჩევნებია, ამის შემდეგ დაგემშვიდობებით დიდი სიამოვნებით“, – განაცხადა გრიგო ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის.

„არ ვიცი, ვნახოთ. პოლიტიკიდან საქართველოში ვინ გაგიშვებს. არჩევნებში მონაწილეობა რომ მორჩა, ფაქტია. გახარიას 20 ივნისის ისეთი ნეგატივი აქვს, მახსოვს, ამ ადამიანმა და მისმა კაბინეტმა რა გააკეთა. ქართველი ამომრჩეველი ამას დაუვიწყებს?

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და კალაძეს, თქვენი საშუალებით მინდა, საქართველოს მოქალაქეების სახელით ვთხოვო, ბატონო კახა, 2024 წელს კიდევ თბილისის მერი იქნებით და შეწყვიტეთ ჩვენი მოკავშირე პრეზიდენტებზე საუბარი. გაგიხსენებენ მწარედ. როდესაც ვიღაცას ეუბნები, ყველამ თავის სახელმწიფოს მიხედოსო, 2024 წელს ისტორიული კურიოზის ჩადენას რომ აპირებთ – ევროპის კავშირს უნდა მიმართოთ წევრობაზე, ესტონელები გეტყვიან, ბატონო კახა, ახლა თქვენ მიხედეთ თქვენს სახელმწიფოსო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.