გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საზოგადოებამ უნდა შეაფასოს
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საზოგადოებამ უნდა შეაფასოს

ქართველმა ამომრჩეველმა შეაფასოს სალომე ზურაბიშვილი, მისი განცხადებები, პიროვნება და მსოფლმხედველობა,-ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების კომენტირება მისი საქმე არ არის.

„ეს ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმდენად არის წინ წასული, რომ მონახავს ადეკვატურ სიტყვებს და ადეკვატურ ქმედებებს იმისათვის, რომ ამ ქალბატონის პიროვნებაც და განცხადებებიც თავად შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩემი საქმე. მე ჩემს კამპანიას უნდა მივხედო“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო. 2008 წელის აგვისტოში კი ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში  და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო.