გრიგოლ მანდარია - ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდა შევძელით და რეზერვუარების შევსება დავიწყეთ
გრიგოლ მანდარია - ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდა შევძელით და რეზერვუარების შევსება დავიწყეთ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა ურთულესი სამუშაოები განახორციელა, რის შედეგადაც მოიძებნა დამატებითი წყარო რეზერვუარების შესავსებად და დებიტი უკვე გაზრდილია. თუმცა, მიმდინარე სამუშაოებისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, რისი აღმოფხვრაც პარალელურად მიმდინარეობს.

„უკვე დავიწყეთ წყლის ცენტრალური რეზერვუარის შევსება, რომლის დასრულებას რამდენიმე საათი დასჭირდება. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდება წყლის ქსელში გაშვება“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“, „მგზავრებსა“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.