გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

20:43, 25.05.2025

პარტია „ლელოს“ წევრზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ საკუთარ სახლთან უცნობი პირი დაესხა თავს. გრიგოლ გეგელიას თქმით,  თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.

მსგავსი