გრიგოლ გეგელიამ ჭაობში მყოფ ქვეყნებად მოიხსენია სახელმწიფოები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

20:18, 07.02.2025

„ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჭაობში მყოფ ქვეყნებად მოიხსენია სახელმწიფოები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

შესაბამისი განცხადება მან „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ „წრე შეიკრა – სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის“.

„ავტოკრატიული, დიქტატორული, ჭაობში მყოფი ქვეყნები. ასევე, ირანი ვახსენოთ, კარგი მაგალითია“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნულზე გეგელიას მიმართა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა თუ სურთ, „მეზობლებზე ჭაობს არ ამბობენ“.

„ეს ქვეყნები, რომლებიც ვახსენეთ, არიან გადაუდებელ აუცილებლობაში; მაგალითად, სომხეთი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კი ვეღარავის ვეღარ ხვდება“, – განაცხადა გეგელიამ.

მსგავსი