გრიგოლ გეგელია - საზოგადოებას უმოკლეს ვადაში წარვუდგენთ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ, რა კონფიგურაციით იბრძოლებს „ლელო საქართველოსთვის“
გრიგოლ გეგელია - საზოგადოებას უმოკლეს ვადაში წარვუდგენთ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ, რა კონფიგურაციით იბრძოლებს „ლელო საქართველოსთვის“

ჩვენ უმოკლეს ვადაში, შემდეგ დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ, რა კონფიგურაციით იბრძოლებს „ლელო საქართველოსთვის“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ საკუთარ გზავნილს ყველა მოქალაქესთან მიიტანს.

„ბუნებრივია, გადავალთ საბოლოო ფაზაში, რომელიც, პრინციპში, არასდროს შეგვიწყვიტავს. ახლა უკვე ბოლო ფაზაში გადავდივართ და მივდივართ უკლებლივ ყველასთან ჩვენი გზავნილის მისატანად ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად. საზოგადოება არის ის უმთავრესი მხარე, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ იბრძოლა პოლიტიკურმა სუბიექტმა. „ლელო საქართველოსთვის“ სულ მალე წარადგენს საკუთარ გუნდს“, – განაცხადა გეგელიამ.