გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული მიმართულებით გააუარესა ყველა შეთავაზება, რომელიც დანიელსონს ჰქონდა
გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული მიმართულებით გააუარესა ყველა შეთავაზება, რომელიც დანიელსონს ჰქონდა

ჩვენი კომპრომისი არ ყოფილა მხოლოდ ის, რომ მოლაპარაკებებზე ვიყავით წარმოდგენილი, ჩვენი სულისკვეთება იყო ძალიან კონსტრუქციული და ვიყავით მოწადინებული,  გადაჭრილიყო კრიზისი ყველა კრიტიკული მიმართულებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ იყო პასუხისმგებლობით სავსე, კონსტრუქციული და არ სურდა მედიაციის, მინიმუმ პირველი ფაზის წარმატება.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ კრიტიკული მიმართულებით გააუარესა ყველა ის შეთავაზება, რომელიც ბატონ დანიელსონს ჰქონდა და რომელზეც შესაძლებელია ყოფილიყო გარკვეული კომპრომისი. „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად ჩააგდო, მინიმუმ მედიაციის პირველი ფაზა. მე მინდა მათ მოვუწოდო, საქართველოს ინტერესი, ქართული დემოკრატიის ინტერესი და საქართველოს საგარეო ინტერესი არ შეწირონ თავის ქედმაღლურ და ანტიდემოკრატიულ, ჯიუტ ახირებებს და მოვიდნენ ამჯერად უფრო კონსტრუქციული სულისკვეთებით იმიტომ, რომ მხოლოდ იქ ყოფნას არ აქვს აზრი, თუ არ გაგვაჩნია სწორი, კონსტრუქციული ეთიკა ყველა მხარეს“, – განაცხადა გეგელიამ.