გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ კვლევას ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს
გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ კვლევას ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს

ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნებებისა და ილუზიების კვლევა. ამ კვლევას ობიექტურ რეალობასთან არაფერი საერთო არ გააჩნია. ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომლის ერთადერთი მიზანია ობიექტური რეალობის დამალვა, – ასე აფასებს „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს აგონიაშია.

„ისინი ისტერიული რემარშით გავარდნენ მიშელის შეთანხმებიდან სწორედ იმიტომ, რომ გადასარევად იციან, ისინი მნიშვნელოვნად ჩამოვარდებიან იმ 43 პროცენტიან, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნიშნულს, რომელიც მათ ახლა სჭირდებათ. შესაბამისად ყველაფერი ნათელია, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%-ზე ბევრად ნაკლებსაც კი. ისინი ამის გამო გავარდნენ მიშელის შეთანხმებიდან, მართლაც ისტერიულად და დღეს უნდათ, თავიანთი სასურველი რეალობა მოგვახვიონ თავს, როგორც ვითომდა ობიექტური რეალობა. ამას ობიექტურ რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ამას უკლებლივ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ძალიან ნათლად მოწმობს. ვფიქრობ, ეს ვითომდა კვლევა, რომელიც, ალბათ, დილით არის დაწერილი კობახიძე-პაპუაშვილის კაბინეტებში, ესაა პირდაპირი პასუხი, მათ შორის გუშინ გამოსულ კვლევაზე, სადაც საგრძნობლად ნაკლები რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გეგელიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 66,2 პროცენტი აქვს, ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი.