გრიგოლ გეგელია - პოზნერის ვიზიტი არის სისტემის ჩამოშლის ნათელი მაგალითი
გრიგოლ გეგელია - პოზნერის ვიზიტი არის სისტემის ჩამოშლის ნათელი მაგალითი

პოზნერის ვიზიტი არის ქართული სახელმწიფოს, მთელი სისტემის ჩამოშლის ძალიან ნათელი მაგალითი. ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საზოგადოება არის გამოკეტილი შინ, როდესაც ქართული ეკონომიკა და ბიზნესი არის ჩამოქცეული, თურმე დასაშვები ყოფილა, რომ რუსი შოვინისტები ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში და ქეიფობდნენ ჩვენი ნერვების ხარჯზე, ჩვენი ეროვნული ღირსების და საღი აზრის ხარჯზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ დელეგაციის წევრები მხოლოდ მას შემდეგ დააჯარიმა, რაც ადგილზე სამოქალაქოატივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ.

„ქართული პოლიცია სამწუხაროდ იყო ზეპირი დავალების ქვეშ, რომ დაეცვა კანონდამრღვევები და არ აღესრულებინა საქართველოს კანონი. როდესაც ეს ადამიანები პირიქით იყვნენ დასაკავებელი და დასასჯელი. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს ქართული სისტემა არის დამონებული რამდენიმე ვიწრო ინტერესჯგუფზე, როგორც ჩანს რუსეთიდან მართულ ჯგუფზე, სხვა შემთხვევაში აუხსნელია, თუ როგორ ხდება ის, რომ ჩარტერული რეისი ჩამოდის და შემდეგ მთელი დელეგაცია მიდის საქეიფოდ. სისტემა არ არის მომართული ქართველ ხალხსა და სამართლიანობოზე, სისტემა არის მომართული რამდენიმე ადამიანის ინტერესების გამტარი. შსს-მ ეს ადამიანები დააჯარიმა მხოლოდ მას მერე, რაც იქ მივიდა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები. „ქართულ ოცნებას“, თუნდაც ფორმალურად მმართველ გუნდს, არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენია, რომ ეს აქტი გაეპროტესტებინა“, – განაცხადა გეგელიამ.

დატოვე კომენტარი