გრიგოლ გეგელია - ოპოზიციის შეხვედრაზე განხილული იქნება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი იქნება ნიკა მელიას საკითხი
გრიგოლ გეგელია - ოპოზიციის შეხვედრაზე განხილული იქნება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი იქნება ნიკა მელიას საკითხი

„ლელოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხსაც განიხილავენ.

„შეხვედრაზე განხილული იქნება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუნებრივია, ერთ-ერთი იქნება ნიკა მელიას საკითხი, რომელსაც ოპოზიცია განიხილავს. ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებებს შევაჯერებთ და ერთხმად დავსახავთ ერთიან სტრატეგიას. ამის გარდა, საუბარი იქნება ზოგადად შემდეგ თვეებზე და ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქციები, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ პროცესი ბუნებრივად მიდის ამ მიმართულებით.

„დაგეგმარების გარეშე ბუნებრივი პროცესი მიდის იქითკენ, რომ აქციები იქნება. ბუნებრივად, ხალხის მუხტით და იმპულსით იქნება განპირობებული ის საპროტესტო აქციები, რომელსაც ადგილი ექნება არამარტო გაზაფხულზე, არამედ მანამდე, სანამ არ მივიღებთ კუთვნილ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან ესაა ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, ვიბრძვით იმისთვის, რაც წაგვართვეს და რაც არის ჩვენი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.