გრიგოლ გეგელია - ოპოზიცია არის ძალიან განსხვავებული, სააკაშვილს მხოლოდ თავის პარტიაზე აქვს გავლენა
გრიგოლ გეგელია - ოპოზიცია არის ძალიან განსხვავებული, სააკაშვილს მხოლოდ თავის პარტიაზე აქვს გავლენა

ოპოზიციაში გაერთიანებულია ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი. სააკაშვილს, თავის პარტიაზე, ბუნებრივია გააჩნია გავლენა. დღეს კონკურენტი პარტიები ვართ გაერთიანებული საერთო მიზნით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიცია არის ძალიან ფართო, განსხვავებული და სააკაშვილს მხოლოდ თავის პარტიაზე გააჩნია გავლენა“.

„როდესაც ხდება ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არასწორია და არ შეესაბამება სიმართლეს. „ლელოს“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, ბუნებრივია ჩვენ ვართ სრულიად ერთნი და ერთხმად ვიცავთ ქართულ დემოკრატიას ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და გავლენის წყარო ვართ ჩვენ. ოპოზიცია გაერთიანებულია სწორი შინაარსით. ეს არის ის ოთხი პირობა, რომელიც ყველამ ერთად გავაცანით ქართულ საზოგადოებას და ამ შეთანხმების ირგვლივ არსებული კონსენსუსი ვერ ერთი სხვა კერძო მოსაზრებით ვერ დაირღვევა. ყველა პარტიას, რომელიც ამ ოთხპუნქტიანი შეთანხმების ირგვლივ არის შეკრებილი, სურს შეთანხმების ნახვა. არც ერთი ჩვენგანის თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ბოიკოტი და ამ პროცესში ყოფნა. ყველას გვინდა ვიყოთ პარლამენტში, გვინდა რომ ამ ქვეყნის განვითარებაში ვიღებდეთ მონაწილეობას, მაგრამ სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს არჩევანი გარდა ამ ბოიკოტისა. ბოიკოტი დარჩა ბრძოლის ერთადერთ შესაძლო ინსტრუმენტად“, – განაცხადა გეგელიამ.