გრიგოლ გეგელია - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის სასიკეთო იქნება
გრიგოლ გეგელია - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის სასიკეთო იქნება

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ძალიან ნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რადგან ეს მიიღო პარტიის შიდა დემოკრატიამ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის პარლამენტისთვის. შარლ მიშელის ხელშეკრულების თვალსაზრისითაც ასევე იქნება ძალიან სასიკეთო და კარგი გადაწყვეტილება, რადგან დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, რომელიც რეალურად შინაარსობრივ საკითხებზე ასახავს საქართველოს საზოგადოების პოლიტიკურ ნებას, გააჟღერებს იმ ძალიან მწვავე კითხვებს, რომლებიც დღეს ქართველ ხალხს გააჩნია. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს შარლ მიშელის ხელშეკრულების რაც შეიძლება მაღალ დონეზე, სრულფასოვნად შესრულებას. ამიტომ ყველა მიზეზის გამო, ეს არის ძალიან კარგი და სასიკეთო გადაწყვეტილება, რომელიც მეტ სტაბილურობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.