გრიგოლ გეგელია - მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, როგორი კონფიგურაცია სჯობს
გრიგოლ გეგელია - მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, როგორი კონფიგურაცია სჯობს

ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, როგორი კონფიგურაცია სჯობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ მთავარი განსჯის საგანი არის, როგორ შეძლებს უფრო მეტი ამომრჩევლის მობილიზებას იმ მიზნის უზრუნველსაყოფად, რომელიც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია.

„რამდენიმე მოდელს განვიხილავთ. მთავარი განსჯის საგანი არის, როგორ შევძლებთ უფრო მეტი ამომრჩევლის მობილიზებას იმ მიზნის უზრუნველსაყოფად, რომელიც ივანიშვილის დამარცხება გახლავთ. ეს არის მთავარი ორიენტირი, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს. ძალიან კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, როგორ მივაღწევთ ოპოზიციურ მიზანს, რაც ივანიშვილის დამარცხებაა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა „ლელო“ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ განიხილება ყველა მოდელი.

„ჩვენ ამ ეტაპზე განვიხილავთ უკლებლივ ყველა მოდელს და რომელი მოდელიც არ უნდა ავირჩიოთ და რა მოდელსაც არ უნდა დავუჭიროთ მხარი, ხელს შეუწყობს ივანიშვილის დამარცხებას. არჩეული მოდელის შესახებ საზოგადოება რამდენიმე დღეში იქნება ინფორმირებული, მაგრამ ამ ეტაპზე გამორიცხული არც ერთი არ არის“, – განაცხადა გეგელიამ.

დატოვე კომენტარი